სამეგრელოში თოვლს და ყინვას ელოდებიან - ერთი კვირის პროგნოზი
დღეს, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა სამეგრელო-ზემო
სვანეთში კიდევ უფრო დაიკლებს და საღამოს საათებში 0,+1 გრადუსი სითბო
იქნება მხოლოდ. მთიან რაიონებში 0, -5 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი,
მაღალ მთაში კი -5, -10 გრადუსი საღამოს საათებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ დაბლობში თოვლჭყაპი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვას ელოდებიან.
ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს მომდევნო დღეებში. თოვლის ინტენსივობა კი შესუსტდება. 21 იანვრამდე სუსტი თოვა შენარჩუნდება სამეგრელოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში.
დღის მაქსიმალური ტემპერატურა 19-21 იანვარს იქნება 1-3 გრადუსი სითბო.
20-23 იანვარს დაბლობში -6-4 გრადუსი ყინვა შენარჩუნდება. მთიან რაიონებში -5-10 ყინვა, სვანეთის მაღალმთიანეთში კი -16-18 გრადუს ყინვას ელოდებიან.
"22 იანვრიდან ტემპერატურა მოიმატებს. 5-7 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი ზუგდიდსა და დაბლობში. მთიან რაიონებში 1-3 გრადუსი სითბო იქნება, მაღალ მთაში კი 0-5 გრადუსი ყინვა დარჩება", - გვითხრა დოდო გვაზავამ
შაბათ-კვირას ჰაერი 10-12 გრადუსმდე დათბება. სინოპტიკოსები უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი.