ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქეებს დაკავებისას სცემეს
FaceBook Twitter
E-mail Print
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ინფორმაციით, ოკუპირებული ნაბაკევიდან ზუგდიდის სოფელ ხურჩაში გადმოსულ მოქალაქეებს ე. წ რუსმა მესაზღვრეებმა სცემეს.

"ლაივპრესთან" საუბარში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები რესპონდენტი ყვება, რომ 18 იანვარს, კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სამი ახალგაზრდა რუსი სამხედროებისგან მალულად ცდილობდა ოკუპირებული გალის სოფელ ნაბაკევიდან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას, თუმცა ისინი ე.წ მესაზღვრეებმა შენიშნეს და უკან გაედევნენ.

მისი განმარტებით, სამხედროები მათ ძაღლთან ერთად გაედევნენ:

"ესენი დამალვას ადგილობრივების სახლებში შეეცადნენ ხურჩაში გადმოსვლის შემდეგ, მაგრამ ძაღლთან ერთად გადმოვიდნენ რუსები ჩვენს ტერიტორიაზე. იყო ცემა და ერთი ამბავი და ძალით წაათრიეს უკან", - ამბობს ხურჩელი რესპონდენტი, რომელსაც ვინაობის დასახელება უსაფრთხოების დაცვის მიზნით არ სურს.

მოქალაქეების ცემის ფაქტს უარყოფს ზუგდიდის მერის წარმომადგენელი სოფელ ხურჩაში, ბადრი ხუნჯგურუა. მისი განმარტებით, დააკავეს ახალგაზრდები: 2 ქალი და 1 მამაკაცი, მაგრამ მათი ცემის შესახებ არაფერი სმენიათ.

"ესენი იყვნენ გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღების მცხოვრებლები. როგორც მე ვიცი დაკავებისთანავე წაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მერე იქ რა მოხდა არაფერი ვიცი", - ამბობს ხუნჯგურუა.

სოფელ ხურჩაში სამი მოქალაქის დაკავების ფაქტი 18 იანვარს საღამოს გაავრცელა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. მათი ინფორმაციით, დაკავებულები გაათავისუფლეს.

2019 წლის 14 მარტიდან პანდემიის მიზეზით, აფხაზეთს და დანარჩენ საქართველოს შორის დამაკავშირებელი ენგურის ხიდი ჩაკეტილია. ის სოხუმის გადაწყვეტილებით, როგორც "ჰუმანიტარული დერეფანი", მხოლოდ რამდენჯერმე გახსნეს. რის გამოც მოქალაქეებს შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის
არმიის შეტევა
10:33 / 29.11.2022
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის არმიის შეტევა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ზუგდიდში ეკატერინეს
სასახლის აღდგენა იწყება.
21:18 / 28.11.2022
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ზუგდიდში ეკატერინეს სასახლის აღდგენა იწყება.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იწყება
მასშტაბური პროექტი,
14:41 / 28.11.2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იწყება მასშტაბური პროექტი,

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მეორე მოსმენით
მხარი დაუჭირა შინაგან
14:05 / 28.11.2022
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.