შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნისას მკაცრად აკონტროლეთ რეგულაციების დაცვა - პრემიერი სახელმწიფო რწმუნებულებს
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში
არსებული ვითარების მეტად ეფექტურად მართვა და გამოწვევებზე მყისიერი
რეაგირება დაავალა. გიორგი გახარიას დავალებაა, შეზღუდვების
ეტაპობრივი მოხსნის დაწყების პერიოდშიც მკაცრად გაკონტროლდეს
რეგულაციების აღსრულება, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების
სტაბილიზაციის კუთხით მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებმა პრემიერს დეტალური ანგარიში წარუდგინეს, მუნიციპალიტეტების მიხედვით არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რწმუნებულებმა აღნიშნეს, რომ ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების შედეგად ვითარება სტაბილურია და განტვირთულია ჰოსპიტალური სექტორი.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების მაქსიმალური მობილიზების აუცილებლობას ადგილზე პროცესების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაში და გუბერნატორებს ამ მიმართულებით კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.