სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან
საპროტესტო აქციას ატარებს „მოძრაობა საქართველოსთის“. შეკრებილები
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და
ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს ასევე სურთ სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა და სკანდირებენ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერი წარწერით: „არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“. ბანერზე გამოსახულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და ასევე პერტიის ლიდერების კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას ფოტოები.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ალიკა კუპრავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ აპროტესტებენ არჩევნების გაყალბების გზით ქვეყნის სათავეში პარტია „ქართული ოცნების“ მოსვლას.
„არ შევარჩენთ „ქართულ ოცნებას“ გაყალბებულ არჩევნებს, ეს იქნება გზავნილი და მესიჯი არა მარტო „ქართული ოცნებისთვის“ არამედ ყველა სხვა ხელისუფლებისთვის, ვინც ეყოლება საქართველოს მომავალი. ამ ფორმით და ამ გზით არჩევნების გაუქმებას არავის არ გაუვა. მათ პატივი უნდა სცენ უზენაესობას, ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უნდა დანებდნენ, აღიარონ და წავიდნენ სახლში“, - განაცხადა ალიკა კუპრავამ.

მოძრაობ გეგმავს რწმუნებულის ადმინისტრაციის წინ კარავი გაშალოს და ამ ფორმით გააგრძელოს პროტესტი, რომელიც ალიკა კუპრავას სიტყვებით, გაგრძელდება გამარჯვებამდე.

მანამდე „მოძრაობამ საქართველოსთვის“ კარვები გაშალა ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.
2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგები არ აღიარეს ოპოზიციურმა პარტიებმა. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. პარლამენტში ოპოზიციიდან მხოლოდ 4 დეპუტატი შევიდა. სხვებმა მანდატებზე უარი თქვეს.