საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ზუგდიდში კარავი გაშალეს [ფოტო]
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან
გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ „მოძრაობამ საქართველოსთვის“
კარავი გაშალა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით
გააგრძელებენ საკუთარი მოთხოვნების გაჟღერებას.
მოძრაობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.

აქციის მონაწილეები მანამდე ასევე ითხოვდნენ სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრას. ისინი სკანდირებენ „დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერი წარწერით: „არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს“. ბანერზე გამოსახულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და ასევე პერტიის ლიდერების კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის და გიორგი გახარიას ფოტოები.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ალიკა კუპრავამ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ „არ შეარჩენენ „ქართულ ოცნებას“ გაყალბებულ არჩევნებს, რაც იქნება გზავნილი არა მარტო მმართველი გუნდისთვის არამედ ყველა შემდეგი ხელისუფალისთვის.
„თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უნდა დანებდნენ, აღიარონ და წავიდნენ სახლში“, - განაცხადა ალიკა კუპრავამ.

მანამდე „მოძრაობამ საქართველოსთვის“ კარვები გაშალა ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.
2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგები არ აღიარეს ოპოზიციურმა პარტიებმაც. მათ მიაჩნიათ, რომ არჩევნები გაყალბდა. პარლამენტში ოპოზიციიდან მხოლოდ 4 დეპუტატი შევიდა. სხვებმა მანდატებზე უარი თქვეს.