სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა
სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის
მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა,
რა დროსაც აქციის 1 მონაწილე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო დამხარების
ბრიგადამ მას ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
აქციის მონაწილეები იხოვდნენ სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრას და ასევე პლაკატის გაკვრას ადმინისტრაციის შენობაზე, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განიმუხტა. აქციის მონაწილეები რჩებიან ადმინისტრაცის შენობასთან.
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა შენობის მიმდებარედ კარავი გაშალეს და აცხადებენ, რომ "არ დაიშლებიან გამარჯვებამდე".