კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა „დინამო“ ზუგდიდი
"დინამო" ზუგდიდი კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის
ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუნდიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე
გოჩა ცირდავა, პაპუნა მოსემღვდლიშვილი და მიხეილ რუხაია წავიდა.
ახალი საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებისთვის "დინამო" ზუგდიდი აქტიურად ემზადება. ფეხბურთელები უკვე ორჯერად ვარჯიშზე გადავიდნენ. მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი ამ ეტაპზე სრულ დროს ფიზიკურ მომზადებას უთმობს, თუმცა უახლოეს დღეებში საკონტროლო მატჩებიც ჩაინიშნა.
ზუგდიდელი ფეხბურთელები პირველ საკონტროლო მატჩს 25 იანვარს წყალტუბოში გამართავენ და ადგილობრივ "სამგურალი 2-ს"-ს შეხვდებიან.
28 იანვარს, ურეკში კი ქობულეთის "შუქურას" შეხვდებიან. 4 თებერვალს მარტვილში "მერანთან" გამართავენ შეხვედრას.
"დინამო" ზუგდიდი სამმა ფეხბურთელმა მიმდინარე წლის იანვარშიც დატოვა.