პუტინის მხარდამჭერი აქცია სოხუმში გადაიდო
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი აქცია,
რომელიც სოხუმში დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო.
სოხუმის ე.წ. ადმინისტრაცია იუწყება, რომ გადაწყვეტილება პანდემიის გამო მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიიღეს. აქვე ვკითხულობთ, რომ აქცია გადაიდო, სანამ კორონავირუსის გავცელების თვალსაზრისით ქალაქში ვითარება არ დასტაბილურდება.
ამ საკითხს ე.წ. ადმინისტრაციაში შეხვედრაც მიუძღვნეს, სადაც სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ჩართული იყვნენ, აქციის გამართვის ინიციატორი ორგანიზაციები. ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პუტინის მხარდამჭერ აქციაზე მისვლის მსურველთა რაოდენობა ქალაქში დიდია.
სოხუმში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მხარმაჭერი აქცია 22 იანვარს დაიგეგმა.
აქციის ორგანიზატორები - "აფხაზეთის რუსული თემი", კაზაკთა გაერთიანება, ასევე "აფხაზეთის, ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და რუსეთის ურთიერთობების განვითარების ფონდი" შეშფოთებულები არიან რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწოდებებით, რომ რუსეთში უნებართვო მიტინგი ჩატარდეს.
აფხაზეთში პუტინის მხარდამჭერი ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, მხარს უჭერენ რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკურ კურსს.
ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი, რომელიც სავარაუდოდ რუსეთში "ნოვიჩოკის" ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს და გერმანიაში რამდენიმე თვე მკურნალობდა, მოსკოვში 17 იანვარს დაბრუნდა. ის აეროპორტშივე დააკავეს. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ედავებიან ე.წ. ივ როშეს საქმეზე თაღლითობის ბრალდებით შეფარდებული პირობითი მსჯავრით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევას, რასაც თავად ნავალნი უარყოფს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.