აქციის მონაწილეებმა მთავრობას შეზღუდვების მოსახსნელად 48-საათიანი ვადა მისცეს
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის მონაწილეებმა მთავრობას შეზღუდვის მოსახსნელად 48 საათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ სამთავრობო შენობების პიკეტირებას დაიწყებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: "გახსენით ქვეყანა", "შეწყდეს კომენდანტის საათი".
აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე მოქალაქეები, ვინც დაწესებული შეზღუდვების გამო შემოსავლის გარეშე დარჩა.
საპროტესტო აქცია "გირჩის" ორგანიზებით გაიმართა.