ახალი ამბები
რუხის კლინიკაში კორონავირუსით, აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
რუხის კლინიკაში 82 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. ის ტყვარჩელის მცხოვრებია.

რუხის კლინიკაში მკურნალობს 67 კოვიდ პაციენტი.

ფოთის ჰოსპიტალში 38 ინფიცირებული რჩება. მათ შორის 3-ის მდგომარეობა მძიმეა.

სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 27 პაციენტი. მძიმეა 6.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 18 კოვიდ პაციენტია. აქედან მძიმეა 4-ის მდგომარეობა.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 20 ინფიცირებულია მოთავსებული.

სენაკის "ლაზიკა მედიში" 23 პაციენტი რჩება.

ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 81.

სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 53 ადამიანი.