ზუგდიდის სოფელ დავითიანის სკოლაში ხანძარი გაჩნდა
ზუგდიდის სოფელ დავითიანის საჯარო სკოლის შენობას ხანძარი გაუჩნდა.
მერის წარმომადგენელმა სოფელში ეკატერინე აბაკელიამ "ლაივპრესს" უთხრა, ცეცხლი მოსწავლემ შეამჩნია.
"9 -ს რამდენიმე წუთი რომ აკლდა, სკოლაში მივიდა პირველი მოსწავლე, რომელმაც ხანძარი შეამჩნია და მასწავლებელს აცნობა. სახანძრო სამსახური მალევე მივიდა ადგილზე და ცეცხლი ლიკვიდირებულ იქნა. საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი ზარალი არ არის, სავარუდოდ ხანძარი შეშის ღუმელს გაუჩნდა, დაზიანებულია სახურავის მცირე ნაწილი", - ამბობს მერის წარმომადგენელი.
მისივე ინფორმაციით, დღეს სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდება, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, ექსპერტიზის ჩტარებაა საჭირო, ორშაბათიდან კი სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება.