ქალაქების ნაწილში სწავლა არჩევით, დასწრებით ან დისტანციურად არის შესაძლებელი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
მოსწავლეთა მშობლებს არჩევანს სთავაზობს, პირველი თებერვლიდან
დასწრებითი ან დისტანციური სწავლების ფორმას შორის. მინისტრის
მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მასწავლებლები, რომლებსაც
მოუწევთ დამატებით დისტანციური გაკვეთილების ჩატარება, დანამატს
მიიღებენ.
„აღნიშნული მიდგომა შეეხება მხოლოდ შემდეგ ქალაქებში - ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გარდაბანში, ფოთში, მარნეულში, ბათუმში, ქობულეთში და გორში მდებარე საჯარო სკოლებს. თუკი მასწავლებლებს მოუწევთ დამატებით ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, სამინისტროს გადაწყვეტილებით, ისინი შესაბამის დანამატს მიიღებენ. მშობელმა, რომელსაც სურს, მოსწავლემ სწავლება დისტანციურ ფორმატში გააგრძელოს, ამის შესახებ უნდა მიმართოს სკოლის ადმინისტრაციას და გაიაროს რეგისტრაცია სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე - WWW.ONLINE.EMIS.GE."- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციითვე, ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში წარიმართება, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.
პირველი თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სკოლების უმრავლეობამ სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა 18 იანვარს. გამონაკლისია ქალაქი ფოთი და ზუგდიდის ასევე ქალაქის 12 სკოლა. ონლაინ განაახლა მუშაობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში 9 სკოლამ სადაც მასწავლებლები ქალაქიდან ტრანსპორტის შეზღუდვის გამო ვერ მიდიან. დანარჩენ 30 სოფელში სწავლა დასწრებითი ფორმით მიმდინარეობს.
ცნობისთვის სწავლის განახლებიდან მეორე კვირას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 5 ბავშვია, 2 მასწავლებელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.