ახალი ამბები
ზუგდიდში ჩამონგრეულ შენობას 2014 წელს ჰქონდა მინიჭებული ნგრევადის სტატუსი - დევნილი
ზუგდიდში. ე.წ. საკონსერვოს უბანში შენობა ჩამონგრა, სადაც დევნილი ოჯახი ცხოვრობდა.

"იმ მომენტში, ნგრევის დროს გასული ვიყავი, ამ დილით, დამირეკეს ჩამოინგრაო, ყველას შეეშინდა, მეკითხებოდნენ ნანგრევებში მოყევი თუ არაო, მოვედი და ეს ვითარება დამხვდა. შენობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჰქონდა მინიჭებული ნგრევადის სტატუსი", - ამბობს დევნილი მედეა გერგედავა.

ზუგდიდის მერის მოადგილის გიგა ფარულავას განცხადებით, შენობის ნგრევის შედეგად, მსხვერპლი არ არის.

"მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, შენობა ჩამოინგრა, აქ ცხოვრობდა 5 ოჯახი, რომელიც ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილდა, ხოლო ის  ოჯახი, სოფლად სახლის პროგრამაში იყო. აქედან მათ თანხმობა ჰქონდათ მიღებული და უახლოეს დღეებში ისინიც უნდა დაკმაყოფილდნენ", - განაცხადა ფარულავამ.

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, შენობაში მცხოვრები ოჯახი, უახლოეს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში უახლოეს დღეებში დაკმაყოფილდება.

"ამ შენობაში მცხოვრებლებს ყველას გადასცეს ახალი საცხორებელი სახლები ბარამიას ქუჩაზე, გარდა ამ ერთისა, რომელსაც შეტანილი ჰქონდა საოლად სახლის შეყიდვის პროგრამასი, მასაც მიღებული აქვს თანხმობა და უახლოეს დღეებში სამართლებრივ პროცედურებს გაივლის და დაკმაყოფილდება", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

დღეს, დევნილთა საცხოვრებელი სახლის ნგრევის შედეგად 10 წლის გოგონა დაშავდა, ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია კლინიკაში, სადაც უტარდება შესაბამისი დახმარება.