შენობის ნანგრევებში მოყოლილ ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება - ზუგდიდის საავადმყოფო
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლების
ორსართულიანი
შენობის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი საავადმყოფოში
გადაიყვანეს. ზუგდიდის საავადმყოფოს კლუნიკურმა მენეჯერმა სულხან
ორჟონიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ათი წლის გოგონას მდგომარეობა
სტაბილურია. მას კვლევები და მკურნალობა უტარდება.
"ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება. კონტაქტურია, ადექვატური", - განმარტა სულხან ორჟონიამ.
შენობა ზუგდიდში ცოტა ხნის წინ ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ბავშვის სავარაუდო ადგილსამყოფელი ნანგრევებისგან უმოკლეს დროში გაათავისუფლეს და ბავშვი უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს.
ერთ-ერთი დევნილის თქმით, შენობას ჯერ კიდევ 2014 წელს მიენიჭა ნგრევადის სტატუსი.
მერის მოადგილე გიგა ფარულავას თქმით, აქ ხუთი ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაგან ოთხი ახალი ბინით დაკმაყოფილდა, ხოლო დარჩენილი ერთი ოჯახი, სოფლად სახლის პროგრამაში იყო და უახლოეს დღეებში ისინიც უნდა დაკმაყოფილდნენ საცხოვრებლით.