ზუგდიდში ორის გარდა ყველა სკოლამ სწავლა საკლასო ოთახებში განაახლა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედმა 49 საჯარო სკოლამ
სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში განაახლა. დისტანციურ რეჟიმში
რჩება ორი სკოლა - პირველი და მესამე საჯარო სკოლა. აქ
სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის
შემსრულებელმა მამუკა ბულიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ამ სკოლების
პირველკლასელი მოსწავლეები მეოთხე საჯარო სკოლაში მოათავსეს, სადაც
მეორე ცვლაში ისწავლიან. დანარჩენებისთვის კი სივრცე ვერ მოიძიეს,
რადგან ქალაქის თითქმის ყველა სკოლა ორ ცვლაში მუშაობს.
სკოლებმა მუშაობა რეკომენდაციების გათვალისწინებით განაახლეს.
"პირბადეები, ხსნარები, ზედაპირების დეზინფექცია, საკლასო ოთახების განიავება ყოველი გაკვეთილის დასრულების შემდეგ. ყველა ის რეკომენდაცია სრულდება, რაც გაიცა", - განმარტა მამუკა ბულიამ.
მისივე თქმით, თუკი რომელიმე კლასში დაფიქსირდება ახალი კორონავირუსი, დროებით დახურავენ კონკრეტულ კლასს და არა სრულად სკოლას. სწორედ ისე, როგორც ინგირის მეორე საჯარო სკოლის შემთხვევაში.
ბავშვებს და მშობლებს აქვთ არჩევანი, საკლასო ოთახებში დაესწრონ გაკვეთილს თუ დისტანციურად. მამუკა ბულია ამბობს, რომ ჯერ არ აქვს ინფორმაცია, გამოთქვა თუ არა ზუგდიდში ეს სურვილი ვინმემ:
"ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს. დღეს დავიწყეთ სწავლა და უნდა მიმართონ ადმინისტრაციას".
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 51 საჯარო სკოლაა.
დღეიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.