ენმ ჩხოროწყუს მერის გადადგომას ითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს თანამდებობა დატოვოს ჩხოროწყუს
მერმა,
დათო გოგუამ არასრულწლოვნების მიერ მერიის ტუალეტის მორეცხვის ფაქტზე
უმოქმედობის გამო.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რამაზ გულუამ "ლაივპრესს" განუცხადა, რომ ამ მოთხოვნით, ფრაქცია ენმ-ის ოთხმა წევრმა და საკრებულოს კიდევ ორმა დეპუტატმა "ევროპული საქართველოდან" დღეს ხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
გულუას თქმით, მერიის ორი თანამშრომელი სოციალურ ქსელში "დასუფთავების აქციაში" მოზარდების ჩართვას ამართლებდა, დათო გოგუას კი ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.
"მერიის პასუხისმგებლობას ვითხოვ, რადგან მერიის თანამშრომლები ამ სიბინძურეში არიან ჩართულები. ისინი ცდილობენ ეს ყველაფერი სოციალურ ქსელში გაამართლონ. კონკრეტულად ეს არის ნაირა ციმინტია - მეორე საჯარო სკოლის ქართულის პედაგოგი და ამავდროულად არის მუზეუმის დირექტორი, რომელიც მერიის სამსახურია. მეორე ქალბატონი არის მაკა ჯაფარიძე, რომელიც მერიაში ახლადშექმნილი სამსახურის, ბავშვთა დაცვისა და მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტია. ეს ორი ქალბატონი წუხელ მთელ ღამის განმავლობაში ამართლებდა ამ აქციას", - განაცხადა რამაზ გულუამ.
მისივე სიტყვებით, მოსწავლეების მიერ ტუალეტის მორეცხვის გამამართლებელი განცხადებები მერიის თანამშრომლებმა მხოლოდ საზოგადოების კრიტიკის შემდეგ წაშალეს.
ოპოზიცია ასევე ითხოვს, თანამდებობა დატოვოს ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, რადგან მან აქციის ორგანიზატორს მოზარდების წაყვანის უფლება მისცა.
ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებს "დასუფთავების აქციის" ფარგლებში მერიის ყოფიმა თანამშრომელმა საპირფარეშო დაასუფთავებინა. ფაქტს ე.წ. აქციის ორგანიზატორი თავად არ უარყოფს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.