ახალი ამბები
„მა სი მიორქ, მა ხოლო“ - თვითმასწავლებელი მეგრული ენით დაინტერესებულებისთვის
FaceBook Twitter
E-mail Print
მათ, ვისაც მეგრული ენის შესწავლა სურს, თუმცა არ იცის ეს როგორ მოახერხოს, თვითმასწავლებელი წიგნი დაეხმარება. "ვისწავლოთ მეგრული - მა სი მიორქ, მა ხოლო" (მე შენ მიყვარხარ, მეც) - ვკითხულობთ სახელმძღვანელოს გარეკანზე, რომელზეც დადიანების სასახლე და ანაკლია-განმუხურის საფეხმავლო ხიდია გამოსახული. წიგნი თანდართულ აუდიოვერსიასთან ერთად, დაინტერესებული მკითხველებისთვის ხელმისაწვდომი დაახლოებით ერთ თვეში იქნება. ის ნაწილია გამომცემლობა "არტანუჯის" პროექტის - "ქართველური ენები", რომლის მიზანიც გაქრობის წინაშე მდგომი მეგრულ-სვანურ ლაზური ენების პოპულარიზება და ამ ენბზე საზოგადოების ამეტყველებაა.

გამომცემლის და ისტორიკოსის, ბუბა კუდავას თქმით, დღემდე ერთადერთ რესურსს მათთვის, ვისაც მეგრულის სწავლა სურს, ამ ენის მცოდნე ადამიანთან ურთიერთობა და კომუნიკაცია წარმოადგენს. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმის, თუ რატომ გადაწყვიტა ხელი მოეკიდა თვითმასწავლებელი წიგნის გამოცემისთვის.

მეორე საბაბია საფრთხე და ტენდენცია, ქართველურ ენებზე მოსაუბრე მოქალაქეების რაოდენობის შემცირებების. განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა თაობაში ვლინდება, რომელიც ფაქტობრივად აღარ ლაპარაკობს ამ ენებზე. ბუბა კუდავა ამბობს, რომ საშუალოდ მსოფლიოში, კვირაში ერთი ენა ქრება მსგავსი დამოკიდებულებების შედეგად. იგივე ბედს გაიზიარებს მეგრულ-სვანურ-ლაზური ენებიც უახლოეს 50 წელიწადში, თუკი ეს ტენდენცია შეუქცევადი გახდა. ამ წიგნის მეშვეობით, გამომცელის განმარტებით, სურთ ერთგვარად გამოაფხიზლონ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც საშიშროებას რეალურად ვერ აღიქვამს.

"ქართველურ ენებს ზოგიერთი აგდებით უყურებს. ზოგი ფიქრობს, რომ მშობლები განზრახ არ ასწავლიან შვილებს ამ ენებს, რადგან თვლიან, რომ ერთის მხრივ ცხოვრებაში ხელი შეეშლებათ და მეორეს მხრივ, შესაძლოა ვინმემ დასცინოს. ჯერ ერთი, არანაირად არ შეეშლებათ ხელი, პირიქით, უფრო მდიდარი თვალსაწიერი ექნება ბავშვს, როცა კარგად ეცოდინება სალიტერატურო ქართული და მშობლიური მეგრული ან სვანურიც", - უთხრა გამომცემელმა "ლაივპრესს".

ბუბა კუდავას თქმით, ქართველები მდიდარი კულტურის და ისტორიის ხალხი ვართ, რისი ერთ-ერთი გამოხატულებაც ქართველური ენებია. თუ გავაერთფეროვნებთ ერთმანეთს, მაშინ რაღა სიმდიდრეა, ხომ? - შენიშნავს ის.

მეგრული ენის თვითმასწავლებელი ენათმეცნიერმა ნათია ფონიავამ შეადგინა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. გამომცემლის განმარტებით, ვინც ამ წიგნს გაეცნობა პარაგრაფების მიხედვით, ექნება საშუალება, შესაძლოა არა სრულფასოვნად, მაგრამ საკმაოდ კარგად შეისწავლოს ენა.

აქ წარმოდგენილი იქნება როგორც გრამატიკული ნაწილი, ისე დილოგები თარგმანთან ერთად. ასევ ფრაზები, გამოთქმები და ლექსები. სახელმძღვანელოს დაერთვება შესაბამისი აუდიო ვერსიაც.

"ერთია სწორად და გრამატიკულად ვისწავლოთ, მაგრამ მეორეა გამოთქმა, თუ როგორ ჟღერს, გამოითქმის ესა თუ ის ფრაზა, წინადადება. ამიტომ, აუდიოვერსიას დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შორის პრაქტიკული დანიშნულებაც.ზოგიერთ ადამიანს უდროობის გამო უჭირს წიგნის მოხმარება, ან ხშირად ატარებს დრო საჭესთან, ბევრს მოგზაურობს. ამიტომაც, ეს მათთვის მოსახერხებელი იქნება", - ამბობს ბუბა კუდავა და დასძენს, რომ აუდიოვერსია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მხარდაჭერით მომზადდა, რომელსაც ენათმეცნიერი ნათია ფონიავა და "მარგალურ ნინაშ ასოციაციაშ" (მეგრული ენის ასოციაციის) დამფუძნებელი გივი ქარჩავა ახმოვანებენ.

წიგნი გათვლილია არამხოლოდ სამეგრელოს რეგიონის მცხოვრებლებზე, არამედ ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობაზეც, ვინც კი ქართველური ენების შესწავლით დაინტერესდება.

ფაქტობრივად მზად არის სვანური ენის სახელმძღვანელოც, რომელიც მიმდინარე წელს გამოიცემა. უკვე ამის შემდეგ ლაზური ენის თვითმასწავლებელზეც დაიწყება მუშაობა. მათი შეძენა წიგნის ნებისმიერ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.