ფოთის პოლიციის თანამშრომელი „ტვ პირველს" სასამართლოში უჩივის
ფოთის საქალაქო საპატრულოს თანამშრომელი, ათეულის მეთაური
გელა კვაშილავა „ტელეკომპანია პირველს“ სასამართლოში უჩივის პატივის,
ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო. გელა კვაშილავამ
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
მისი სიტყვებით, ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია თითქოს მას ფოთის ქუჩებში გადაადგილებისას, გადაჰქონდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რაც სიცრუეა.
პოლიციელი ირწმუნება, რომ არანაირი კავშირი ნარკოტიკულ საშუალებებთან მას არ ჰქონია არასდროს.
„სანამ სიუჟეტი გავიდოდა ეთერში, მე დამიკავშირდა ტელეკომპანიის წარმომადგენელი, რომელსაც ვესაუბრე და განვუმარტე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ მქონია, ასევე, ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გაშუქდა ჩემი ფოტოსურათი ეთერში და ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე ნარკოტიკული საშუალების გადატანით ვარ დაკავებული“, - განაცხადა გელა კვაშილავამ.
მისივე განმარტებით, „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებით შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.
„პირველ რიგში ვითხოვ ბოდიშის მოხდას ტელეკომპანია პირველისაგან. ასევე, ვაპირებ სამართლებრივად დავიცვა ჩემი თავი და მივმართავ სასამართლოს ტელეკომპანია პირველის მხრიდან ჩემი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე“- განაცხადა გელა კვაშილავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფიგი დღეს გამართა, სადაც პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებაში, პოლიციის დისკრედიტაციის მიზნით, ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ ბოლო პერიოდში პერმანენტული ხასიათი მიიღო. მისი სიტყვებით, ეს არის პირდაპირ, მიზანმიმართული თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტზე და ემსახურება პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და პოლიციელთა ღირსების შელახვას.