ახალი ამბები
სასტუმრო ოდიშის შენობა აუქციონზე მეორედ გაიტანეს
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სასტუმრო ოდიშის შენობის აუქციონის წესით ხელმეორედ გატანის საკითხზე იმსჯელა.

საკრებულოს ეკონომიკისა და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავას განცხადებით, სასტუმრო "ოდიშის" შენობაზე ხელმეორედ გამოცხადდა აუქციონი.

"სამწუხაროდ, წინა აუქციონში მონაწილობა არ მიუღია არცერთ პრეტენდენტს. აუქციონის საწყისმა ფასმა ამჯერად იკლო და ის 2 მილიონი ლარია. რაც შეეხება ვალდებულებას, რომ ინვესტორმა აქ სასტუმრო უნდა ააშენოს, უცვლელი რჩება. ინვესტორს, რომელიც შეიძენს ამ შენობას, ეკისრება ვალდებულება, განახორციელოს 3 მილიონის ლარის ინვესტიცია", - განაცხადა ირაკლი ლაგვილავამ.

აუქციონზე შენობის გაიაფებამ დეპუტატების გარკვეულ ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს ამ ინიციატივას, რადგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კვადრატული ფართის ღირებულება გაცილებით ძვირია.

უმრალესობის ასევე რამდენიმე დეპუტატის განცხადებით, უმჯობესია რომ შენობის აუქციონზე გატანის საკითხი შეჩერდეს.

რასაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია არ დაეთანხმა:

"აუდიტის დასკვნით, შენობის საბაზრო ღირებულება 2 მილიონია. ვინაიდან ცენტრალური ნაწილია, ჩვენ 1 მილიონი მოვუმატეთ. წლების განმავლობაში ეს ქონება რომ ასე დავტოვოთ, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მიმაჩნია, რომ ამ პირობით, ჩვენს ქალაქს ექნება საკმაოდ კარგი ინფრასტრუქტურა", - განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერიის წარმომადგენელმა მიხეილ ჭკადუამ დეპუტატებს განუმარტა, თუ რა გარემოებები უშლის ხელს ინვესტორების მოზიდვას:

"ჩვენ შეხვედრები გვქონდა ინვესტორებთან, თუმცა ვინაიდან ვალდებულებაა სასტუმროს აშენება და ასევე ის ფაქტი, რომ პირველ სართულზე 30-მდე კერძო მესაკუთრეა. ეს გარემოებები ინვესტიციის მოზიდვას ხელს უშლის", - განაცხადა მიხეილ ჭკადუამ.

საბოლოოდ, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება რომ სასტუმრო ოდიშის შენობა აუქციონზე გავიდეს.

შენობაში ამჟამად რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. დეპუტატების განცხადებით, მათ ივნისის თვეში ახალი საცხოვრებელი ბინებით დააკმაყოფილებენ.

სასტუმრო ოდიშის შენობა აუქციონზე 2020 წლის აგვისტოშიც გაიტანეს.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.