ევროკავშირი მოითხოვს გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - კარლ ჰარცელი
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი
მოითხოვს
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე 2020 წლის 11 ივლისს
დაკავებული ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გათავისუფლებას.
"ევროკავშირი მოითხოვს ბ-ნ გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
2020 წლის 11 ივლისს მისი უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ასევე ახსენებს მისი პასუხისმგებლობის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვრას მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გააგრძელებს ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის საკითხების მოგვარებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ფარგლებში", - აცხადებს კარლ ჰარცელი.
რუსმა სამხედროებმა კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებამდე ის ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში.
5 თებერვალს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.