ბორჯღალოსნები დღეს რუსეთს დაუპირისპირდებიან
დღეს, მიხეილ მესხის სტადიონზე, ბორჟღალოსნები რუსეთის ნაკრებს
დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 15:00 საათზე გაიმართება. მატჩს
გულშემატკივარი პანდემიის მიზეზით ვერ დაესწრება.
რუსეთის ნაკრებმა საქართველოს რაგბის ნაკრებს მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს მოუგო. 2002 წელს ფრე დაფიქსირდა, ბორჟღალოსნებმა კი 21 გამარჯვება მოიპოვეს. მათგან 18 ზედიზედ.

მატჩს სატურნირო კუთხით რაიმე დატვირთვა არ აქვს, რადგან ბორჯღალოსნებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვეს "რაგბი ევროპის თასის" 2020 წლის ჩემპიონობა.
დაგეგმილ მატჩს თბილისში ამერიკის საელჩოც გამოეხმაურა.
"წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს დღევანდელ თამაშში!", - ვკითხულობთ საელჩოს გვერდზე.