პატიმრობა შეეფარდა ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს
ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ
პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ
მიიღო. დაცვის მხარემ სასამართლოს გათავისუფლების სანაცვლოდ 30 ათას
ლარიანი გირაო შესთავაზა, თუმცა მათი შუამდგომლობა არ
დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებას ბრალდებულის ადვოკატები უკანონოს უწოდებენ და მის გასაჩივრებას გეგმავენ.
"სასამართლომ ეს საკითხი ბრალდების მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტა ისე, რომ აბსლუტური იგნორი მოახდინა იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები", - განმარტა უფლებადამცველმა მარლენ კაზანჯიმ.
დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.
4 თებერვალს ფოთში, საპატრულო პოლიცის შენობის მიმდებარედ, 45 წლამდე მამაკაცი, საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.