ბორჯღალოსნებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს
საქართველოს ნაკრებმა რუსეთს მოუგო ანგარიშით 16 -7. ბორჯღალოსნებმა
"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო შეხვედრაში რუსეთს მიხეილ მესხის
სტადიონზე უმასპინძლეს. მეორე ტაიმის საწყის წუთებში ვასილ ლობჟანიძემ
პირველი ლელო დადო. შემდეგ გარდასახვა სწორად თედო ლობჟანიძემ
შეასრულა. ქართველი მორაგბეები 7 ქულით დაწინაურდნენ. რამდენიმე წუთში
თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 10-მდე გაიზარდა.
ცოტა ხანში რუსებმა ლელო დადეს და გარდასახვაც გაიტანეს. ბორჯღალოსნების უპირატესობაც სამ ქულამდე შემცირდა.
მალევე თედო აბჟანდაძემ ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 6-ით გაიზარდა. მანვე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში -16:7 დააფიქსირა.
რუსეთის ნაკრებმა საქართველოს რაგბის ნაკრებს მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს მოუგო. 2002 წელს ფრე დაფიქსირდა, ბორჟღალოსნებმა კი 21 გამარჯვება მოიპოვეს.
მატჩს გულშემატკივარი პანდემიის მიზეზით არ დასწრებია.
შეხვედრას სატურნირო კუთხით რაიმე დატვირთვა არ ჰქონია, რადგან ბორჯღალოსნებმა ერთი ტურით ადრე მოიპოვეს "რაგბი ევროპის თასის" 2020 წლის ჩემპიონობა. ეს თამში შარშან უნდა გამართულიყო, თუმცა მაშინ პანდემიის გამო გადაიდო.