ახალი ამბები
„მოძრაობა საქართველოსთვის“ ჩხოროწყუს მერიაში შესაძლო კორუფციული სქემის გამოძიებას ითხოვს
FaceBook Twitter
E-mail Print
„მოძრაობა საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ წერილობით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოთხოვნით - დაიწყოს გამოძიება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში შესაძლო კორუფციული გარიგების ფაქტებზე.

მოძრაობის წარმომადგენელმა ალიკა კუპრავამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმე ეხება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერებს. მისი სიტყვებით, ამ გზით კერძო პირები ბიუჯეტიდან იღებენ ასეულობით ათას ლარს.

მოძრაობა ვარაუდობს, რომ კორუფციული სქემის უკან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დგას:

„ვითხოვთ ამ ადამიანების მხილებას და კანონის შესაბამისად მოქმედებას“, - განაცხადა მოძრაობის წევრმა ალიკა კუპრავამ.

„მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები 20 იანვრიდან მართავენ ზუგდიდში საპროტესტო აქციას. მოძრაობის წევრებს სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად კარავი აქვთ გაშლილი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. ისინი თვლიან, რომ 2020 წლის პარლამენტის არჩევნები გაყალბდა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

გარდა ამისა, 9 თებერვალს მათ საპროტესტო მსვლელობით დაარღვიეს კომენდანტის საათი. მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვაზე უსამართლო და საფუძველს მოკლებულია.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ღამის ცხრა საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილება აკრძალულია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, იზოლაციის და კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი 2 000 ლარით ჯარიმდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი იმავე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.