ენგურის ხიდი გაიხსნა - თეა ახვლედიანი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის
თეა ახვლედიანის განცხადებით, ენგურის ხიდი გაიხსნა.
"ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ დღეიდან გაიხსნა ე.წ. გადასასვლელი ენგურის ხიდზე, რაც საშუალებას მისცემს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს, გადმოვიდნენ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.
ცალსახად მისასალმებელია ყოველი მსგავსი განვითარება და ნაბიჯი, რომელიც მიმართულია ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ. გასათვალისწინებელია კოვიდპანდემიით შექმნილი გარემოება. მნიშვნელოვნად შემცირდა ოკუპირებულიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინე ვადა, 1 თებერვლამდე ეს ვადა განისაზღვრებოდა 12 დღით. ამიერიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი დაჰყოფენ 5 დღეს საკარანტინე სივრცეში და პისიარ ტესტირების შედეგად მათ ექნებათ შესაძლებლობა დატოვონ საკარანტინე სივრცე", - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
პანდემიის მიზეზით, დე ფაქტო მთავრობამ ხიდი 14 მარტს ჩაკეტა. მას შემდეგ ჩაკეტილი ენგურის ხიდი დროებით რამდენჯერმე გაიხსნა და დაიხურა.