ახალი ამბები
რუხის კლინიკაში გუდაუთიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთში, სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში 11 თებერვალს გარდაიცვალა ოკუპირებულ გუდაუთაში მცხოვრები 71 წლის მამაკაცი.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 53 კოვიდ პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში 35 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 37 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3. ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში - 19 პაციენტი. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 12 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი - 27 პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 60. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 77 ადამიანი.