დავით ბაქრაძე და გიგი უგულავა პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და
გენერალური მდივანი გიგი უგულავა პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ. ამის
შესახებ მათ ბრიფინგზე განაცხადეს. ბაქრაძის თქმით, პარტიას მუდმივად
სჭირდება განახლება, ახალი სახეები, რაც არის თავის მხრივ
საზოგადოების დაკვეთაც. მისი თქმით,კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ეს
გადაწყვეტილება მიიღო, არის პასუხისმგებლობა, თუნდაც გაყალბებული
არჩევნების პირობებში პარტიის შედეგზე. შედეგი, განმარტა, რომ იყო
ცუდი და ეს პასუხისმგებლობა ყველა ლიდერმა უნდა გაინაწილოს.
"პოლიტიკური ოპოზიციური ფლანგიდან არ მივდივარ. მაისიდან, როდესაც ჩატარდება ყრილობა, ვიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ როგორ ვაპირებ გაგრძელებას, არ ვიცი. დიდი ხანია დაწყებული მაქვს დისერტაცია, შეიძლება დავასრულო. მაქვს მოწვევები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ლექციის წაკითხვაზე. ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობაა", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
თავის მხრივ, გიგი უგულავაც ამბობს, რომ ტოვებს პარტიულ თანამდებობას. მისი თქმით, არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე მათ სწორედ ამას უთხრეს უარი და ამ პრინციპის ერთგული რჩება. ამისთვის, ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მართვიდან მისი, ბაქრაძის და ბოკერიას განზე გაწევა მიაჩნია. უგულავა აქტიურ პოლიტიკაში დარჩენას გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება პარტიის სრული განახლება, უგულავა ამბობს, რომ ბუნებრივად მოხდება პარტიიდან მისი ჩამოშორების პროცესი.
გიგა ბოკერიას თქმით კი, თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა სხვა ლიდერების გადაწყვეტილებას პატივს სცემს. თუმცა ფიქრობს, რომ ეს არ იყო სწორი დრო "გვერდზე გასაწევად".