საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს, ფრანგი სპეციალისტი -
ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43
წლის სპეციალისტი ამ თანამდებობაზე საქართველოს
ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს დაამტკიცა.
ის საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად, ფრანგი სპეციალისტის ხელმძღვანელობით შვედეთს, 25 მარტს დაუპირისპირდება.
ვილი სანიოლმა მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ მოიგო. სანიოლი 2011-2013 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორი იყო. 2013-2014 წლებში საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა.
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოლიზიაზე ვლადიმერ ვაისი შეცვალა.