სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოხდება მაქსიმალურად გონივრულ ვადაში - პროკურორი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას
საქმის პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, სასამართლოს
გადაწყვეტილება „მელიას საქმეზე“ მაქსიმალურად გონივრულ ვადაში
აღსრულდება.
„გამომდინარე იქედან, რომ ამას აღასრულებს სხვა უწყება, რაიმე კონკრეტულს ვერ გეტყვით. კანონმდებლობაში რაიმე კონკრეტული ვადა ამის აღსრულების არ არის, მაგრამ ეს მოხდება მაქსიმალურად გონივრულ ვადაში“, - განაცხადა პროკურორმა.
ის იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოში არ გამოცხადების და გირაოს გადახდაზე უარის მიუხედავად ნიკა მელია თავად გამოცხადდება შესაბამის უწყებაში.
პროკურორმა განცხადება ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სწორედ პატიმრობას ითხოვდა ბრალდების მხარე, დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ მელიას აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა არ უნდა შეფარდებოდა. სასამართლო სხდომა ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან აქციაზე, ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რის გამოც, მის მიმართ გირაოს მოცულობა გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიამ გირაო არ გადაიხადა.
პარლამენტს პროკურატურამ სწორედ მას შემდეგ მიმართა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის წინადადებით, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე.