მხარდამჭერებმა ნიკა მელიასთან პოლიცია არ შეუშვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს ადგილზე
მობილიზებულმა აქტივისტებმა.
სამართალდამცავებმა შეკრებილებს განუცხადეს, რომ მივიდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა შსს-ს წარმომადგენელს შესთავაზა, აღსრულების შესახებ დოკუმენტი თავად ჩაიბაროს, თუმცა მან მოთხოვნაზე უარი მიიღო.
მელიას მხარდამჭერებისგან წინააღმდეგობის შემდეგ პოლიციამ ტერიტორია დატოვა.
ენმ-ის ოფისში შეკრებილები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები, ისინი ნიკა მელიას მხარდაჭერას უცხადებენ.
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 17 თებერვალს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი.
2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან აქციაზე, ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რის გამოც, მის მიმართ გირაოს მოცულობა გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიამ გირაო არ გადაიხადა.