ახალი ამბები
აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით - აშშ-ს საელჩო
FaceBook Twitter
E-mail Print
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებით ეხმაურება „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესს და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

საელჩოს მიაჩნია, რომ არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან.

„აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს დღეს დილით ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა.

სამართალდამცავებმა შეკრებილებს განუცხადეს, რომ მივიდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა შსს-ს წარმომადგენელს შესთავაზა, აღსრულების შესახებ დოკუმენტი თავად ჩაიბაროს, თუმცა მან მოთხოვნაზე უარი მიიღო.

შსს მოუწოდებს როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში. მათი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა კანონით ისჯება.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე. მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან აქციაზე, ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური, რის გამოც, მის მიმართ გირაოს მოცულობა გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიამ გირაო არ გადაიხადა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
რუსეთის მხრიდან,
16:00 / 26.09.2022
რუსეთის მხრიდან, "ზემო ლარსის" გამშვებ პუნქტთან ჯავშანტრანსპორტი გამოჩნდა. ფოტოები
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
14:53 / 26.09.2022
3 ოქტომბრამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე
გაიზარდა.
14:11 / 26.09.2022
რუსეთში, სკოლაზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი
ემსხვერპლა.
12:50 / 26.09.2022
რუსეთში, უდმურტიის რესპუბლიკაში სკოლაში სროლას სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
სპორტის სიყვარულით დაძლეული სტიგმა და ბრძოლა “ოდიშის” შესანარჩუნებლად [ვიდეო]
ზუგდიდის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი "ოდიში" დაშლის ზღვარზეა. კლუბი ერთ-ერთია ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ექვსი გუნდიდან,
ფოტოხელოვანი, რომელიც საკუთარი ნამუშევრებით ტურისტებს სამეგრელოს აცნობს [ვიდეო]
სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი ამ დრომდე შეუსწავლელია. აქ ბევრია ვიზიტორებისთვის საინტერესო ადგილი,
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.