ახალი ამბები
ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს ახალი ვადამდელი არჩევნები - ნიკა მელია
FaceBook Twitter
E-mail Print
"ერთიანი ნაციონალური მოძროაბის" თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს.

"ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში კანონის უზენაესობა და მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ტარდებოდა პირუთვნელი არჩევნები და გამარჯვებულს დამარცხებული მიულოცავდა, სადაც ვსაუბრობდით ქვეყნის წარმატებაზე, განვითარებაზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში. ეს იყო ჩვენი მთავარი წუხილი და სწორედ აქედან გამომდინარე ოპოზიციურმა პარტიებმა ამ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელად დავსახეთ კონკრეტული მიზნები და ამოცანები. მივიღეთ 2020 წელს არჩევნებში მონაწილეობა. სამწუხაროდ, ხალხის ნება გამოიხატა, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა და მოიპარა, შესაბამისად, ცვლილებები ვერ განხორციელდა 2020 წლის 31 ოქტომბერს. ამისი ნება საზოგადოებაში იყო. დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ მართლაც გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებების. ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. ამიტომ ჩვენ ახლა იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ჩვენი ფასილიტატორების თანდასწრებით, რათა განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკა მელიამ

მან აღნიშნა, რომ განცხადებას ოპოზიციური პარტიების სახელით აკეთებს.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს დაუკავშირა. განმარტა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს დილით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს პოლიცია ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა. მხარდამჭერები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ "უსამართლოდ გასამართლებული" ნიკა მელიას დაკავებას.

შსს-მ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
23:42 / 16.08.2022
"ენგურჰესს" ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს,
ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის
ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე
18:20 / 16.08.2022
ზუგდიდელი ძალოსანი, საქართველოს ნაკრების წევრი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონია. პოლონეთში მიმდინარე
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე,
დღეს
13:58 / 16.08.2022
პოლონეთში მიმდინარე 15 და 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
განახლებული ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ძველი პრობლემებით [ვიდეო]
ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღი, რომლის რეკონსტრუქციაც 2019 წლის ბოლოს დასრულდა,
ქალები აფხაზეთიდან - ხელსაქმით შეცვლილი ცხოვრება [ვიდეო]
წალენჯიხის სოფელ წყოუშში, ერთი პატარა სახლის ნაქირავებ ოთახში, აფხაზეთიდან
180-მდე ადამიანი არ შემოვუშვით, მათში ალბათ „დოჟდის“ ჟურნალისტიც მოჰყვა - შს მინისტრი
შინაგან საქმეთა მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა საქართველოში რუსეთის
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.