ბიძინა ესებუა ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას
ძმა, ბიძინა ესებუა, ზუგდიდის სასამართლომ კვლავ წინასწარ პატიმრობაში
დატოვა. უფლებადამცველ იოსებ ჯანაშიას თქმით, ისინი დაკავებულის 15
ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, რაც
მოსამართლე შოთა ბიჭიამ არ დააკმაყოფილა.
ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის და ბრალდების მხარემ მტკიცებულებები წარადგინეს, რომელიც სასამართლომ დასაშვებად ცნო.
საქმის არსებითი განხილვა 4 მარტს შედგება.
საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრლდებული, ძებნილ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა 2020 წლის 12 დეკემბერს დააკავეს ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით. შსს-ს განცხადებით, არსებობდა ვარაუდი, რომ ბიძინა ესებუას მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები.
ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს. ამბობს რომ იარაღი პოლიციამ "ჩაუდო". მას 14 დეკემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა განუსაზღვრა.
ცნობისთვის, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში შეიარაღებული პირი "საქართველოს ბანკში" შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანა და ნახევარ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. სპეცოპერაცია 8 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდამსხმელმა მოთხოვნილი თანხა მიიღო და მიმალვა შეძლო. სპეცოპერაციისას არავინ დაშავებულა.
ბადრი და ბიძინა ესებუების საქმეს სასამართლო ცალ-ცალკე განიხილავს.