პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს
საქართველოს პარლამენტთან „მოძრაობა საქართველოსთვის“
აქტივისტებმა პროტესტის ნიშნად კარვის გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ
მათ ამის უფლება არ მისცა. იყო დაპირისპირება, რა დროსაც პოლიციამ 5
პირი დააკავა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მოწოდებას არ
ემორჩილებიან და კარვის დადგმას კვლავ ცდილობენ. ისინი სკანდირებენ:
„მონებო, მონებო“.
პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს. მანამდე ქვეყნის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.
პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს. მანამდე ქვეყნის პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა.