კვების ობიექტებს აფხაზეთში მუშაობის უფლება მიეცათ
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან საკარანტინო
ზომები შემსუბუქდა. თუ მანამდე მხოლოდ მეხუთე კლასამდე მოსწავლეები
სწავლობდნენ საკლასო ოთახებში, დღეიდან სკოლას დაუბრუნდნენ დანარჩენი
კლასებიც.
რეგულაციების დაცვით მუშაობის განაახლების უფლება აქვთ კვების ობიექტებს დახურულ სივრცეებშიც. 15 თებერვლიდან მუშაობა მხოლოდ ღია ტიპის დაწესებულებებს შეეძლოთ.
ოკუპირებულ რეგიონში ასევე 15 თებერვლიდან მუშაობენ კულტურული დაწესებულებები - თეატრი, მუზეუმი, კულტურის სახლები, საკონცერტო და საგაოფენო დარბაზები.
10 მარტამდე კვლავ დახურული იქნება სპორტული და საცეკვაო დარბაზები, ბავშვთა გასართობი ცენტრები, სპა სალონები და საუნები.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბის მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევებმა იკლო. 20 თებერვალის მონაცემებით, ტესტირება ჩაუტარდა 170 პირს, საიდანაც კორონავირუსი ცხრას დაუდასტურდა.
ოკუპირებულ რეგიონში ინფექციის დაფიქსირებიდან დღემდე 12 680 შემთხვევა აღირიცხა. გარდაიცვალა 195 პირი. გამოჯანმრთელდა 11 980 პაციენტი.