ახალი ამბები
ბატონი მელია, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას - ღარიბაშვილი
FaceBook Twitter
E-mail Print
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სადაც არ უნდა იმალებოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას და კანონი უნდა აღსრულდეს. მან ამის შესახებ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის სიტყვებითვე, ნიკა მელია კრიმინალია. პრემიერობის კანდიდატმა აღნიშნა ასევე რომ მზად არიან დიალოგისთვის ყველა იმ კონსტრუქციულად განწყობილ ოპოზიციასთან, ვისაც სურს, „მძევლობიდან და ძალადობიდან“, ასევე „დესტრუქციული პოლიტიკისგან“ გამოყოყოფა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი დანიშნული სხვადასხვა „კრიმინალებისგან“ მომდინარეობს.

„ამ შემთხვევაში ნიკა მელაის ვგულისხმობ, რომელიც რა თქმა უნდა, კრიმინალია, იმიტომ რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე სასამართლომ შერაცხა ის კრიმინალად. ეს ყველას ავიწყდება. ყველას შევახსენებ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა. ყველას შევახსენებ, ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ როგორი თავმჯდომარეა. „ნაცმოძრაობის თავმჯდომარე არის სააკაშვილი, სხვა ლიდერი „ნაცმოძრაობაში“ არ არსებობს. მელია, ვაშაძე... არიან ყოველთვის დროებითი ფორმალური სახეები. ნახეთ, მელიასთან მიმართებით მათი გათვლით, როგორი „ჭკვიანური“ სვლა გააკეთეს. მელია არის გასამართლებული, მას მიესაჯა კონკრეტული სასჯელი ბანკი „ქართუს“ საქმეზე. ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და ივანიშვილის საკითხებისადმი ჰუმანური დამოკიდებულება ამაშიც გამოჩნდა. მას პირობითი სასჯელი და ჯარიმა მიესაჯა. ის არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი რამდენიმე თვის წინ პარტიის თავმჯდომარედ გამოაცხადეს. გვეუბნებიან, რომ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა, პარლამენტზე შტურმის ორგანიზებას და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას ვგულისხმობ, თურმე არ უნდა შევეხოთ მელიას. მე ვეკითხები ყველას, რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ მსგავსი ტიპის მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანებს რაღაც ინდულგენციებს აძლევდნენ? როდის ყოფილა პოლიტიკური პარტია ასეთი კრიმინალების თავშესაფარი გამხდარა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, არც პოლიტიკური პარტია, არც რაიმე თანამდებობა არ იქნება მათი დანაშაულებისა და კრიმინალის თავშესაფარი.

„თუ ისინი ღიად აცხადებენ, რომ ასეთი პარტია არის კრიმინალების თავშესაფარი და ტერორისტების თავშესაფარი, მაშინ ესეც ჩვენი პროკურატურისთვის მორიგი აღიარებაა. ასე რომ, ჩემი პასუხი მარტივია, კანონი უნდა აღსრულდეს, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა ეს ადამიანი თუ ორგანიზაცია, რომელიც გასულია კონსტიტუციური წესრიგიდან და ჩარჩოებიდან, მათ მოუწევთ ამ ჩარჩოებში დაბრუნება. ამის გარანტიას ვიძლევი! ოპოზიციასთან მოლაპარაკება და დიალოგი აუცილებელია, მაგრამ არა ამ კრიმინალებთან, დესტრუქციულ ცხელ თავებთან, რომელთაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურთ. კიდევ ვიმეორებ, რომ ბატონი მელია, ნებისმიერი, ამ შემთხვევაში გვარს არ აქვს მნიშვნელობა, სადაც არ უნდა იმალებოდეს, ვერ დაემალება მართლმსაჯულებას, კანონი უნდა აღსრულდეს! კანონი აღსრულდება როგორც წესია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაბრუნდნენ კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში. მათ ამის გაკეთება მოუწევთ ძალიან მალე!“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს დილით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს პოლიცია ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა. მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ "უსამართლოდ გასამართლებული" ნიკა მელიას დაკავებას. ამის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, მან თქვა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიას მიმართ დაგეგმილი ღონისძიება შსს-მ დროებით გადადო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.