ნიკა მელიას დასაკავებლად ენმ-ის ოფისში საპოლიციო ძალები შევიდნენ
თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში
პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დასაკავებლად სამართალდამცველები
შევიდნენ. სპეციალური დანიშნულების რაზმები მობილიზებული არიან,
როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ. განლაგდა სპეციალური ტექნიკა.
სპეცრაზმმა შენობიდან უკვე გამოიყვანა რამდენიმე ოპოზიციონერი, ასევე პარტიის თანამშრომელი.
ოფისში მობილიზებული მხარდამჭერები სკანდირებენ: „საქართველო, საქართველო“.
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს დილით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს პოლიცია ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა. მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ "უსამართლოდ გასამართლებული" ნიკა მელიას დაკავებას. ამის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, მან თქვა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიას მიმართ დაგეგმილი ღონისძიება შსს-მ დროებით გადადო. დღეს დილიდან კი სამართალდამცველები ოფისში მელიას დასაკავებლად ისევ მივიდნენ.