შოკირებული ვარ ენმ-ის ოფისთან განვითარებული მოვლენებით - დიდი ბრიტანეთის ელჩი
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ეხმაურება ნიკა მელიას
დაკავებას. მარკ კლეიტონის განცხადებით, საქართველოს ძალადობის და
ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებად სჭირდება.
მან მოუწოდა ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში.
"შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით", - წერს ელჩი.
სპეცდანიშნულების რაზმმა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავა.
ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აანონსებს.
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს დილით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს პოლიცია ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა. მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ "უსამართლოდ გასამართლებული" ნიკა მელიას დაკავებას. ამის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მან თქვა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიას მიმართ დაგეგმილი ღონისძიება შსს-მ დროებით გადადო. 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველები ოფისში ისევ მივიდნენ. მანამდე საპარლამენტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს".