მოვლენების ესკალაციაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ მელიას თანაგუნდელებს - თალაკვაძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავებასთან დაკავშირებით
განაცხადა, რომ მომხდარზე და მოვლენების ესკალაციაზე პოლიტიკური
პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს, რომლებიც
ურჩევდნენ და აგულიანებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობა
თითქოს არის დემოკრატიული გზა.
მისი სიტყვებით, როდესაც თავს აცხადებ კანონგარეშედ, ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრიგსა და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე ძალადობრივი თავდასხმა არის ნორმალური და ამას ასაღებ გამოხატვის თავისუფლებად, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შემთხვევაში, ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება.
„გახსოვთ, სახელმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსიმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა. სხვა შემთხვევაში, მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა. შესაბამისად, აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში.
დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ, სრულიად გამჭვირვალედ ჩატარდა დაკავება. ნიკა მელია წარდგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე და იქ ექნება საშუალება უკვე იკამათოს საკითხებზე და საკუთარი არგუმენტები წარადგინოს.
მომხდარზე და იმ ესკალაციაზე მოვლენების, რაც დღემდე არსებობდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ნიკა მელიას იმ თანაგუნდელებს რადიკალური ოპოზიციიდან, ვინც მას ურჩევდნენ და აგულიანებდნენ, არწმუნებდნენ, რომ კანონის მიმართ დაუმორჩილებლობის, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის და ცესკო-ზე ძალადობრივი შეტევის გზა თითქოს არის დემოკრატიული და თითქოს ეს რაიმე დემოკრატიულ შედეგამდე მიიყვანს ქვეყანას. დღეს აშკარაა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ ამ დესტრუქციული სცენარით საკუთარი თავი, ისევ ოპოზიცია შეიყვანა ჩიხში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა 23 თებერვალს, დილაადრიან დაიწყეს. სპეციალური დანიშნულების რაზმები მობილიზებული იყვნენ, როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ. განლაგდა სპეციალური ტექნიკა.
პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდეს, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ და ხელი არ შეეშალათ პოლიციისთვის.
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს დილით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს პოლიცია ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა. მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ "უსამართლოდ გასამართლებული" ნიკა მელიას დაკავებას. ამის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, მან თქვა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიას მიმართ დაგეგმილი ღონისძიება შსს-მ დროებით გადადო. 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველები ოფისში ისევ მივიდნენ. მანამდე საპარლამენტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს".