საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე - აშშ-ის საელჩო
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული
მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის
დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ
შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები
თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო, - ასე გამოეხმაურა
ამერიკის შეერთებუი შტატების საელჩო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
ოფისში ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციას.
განცხადებაში, რომელსაც საელჩო აქვეყნებს, ნათქვამია რომ საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.
შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. სპეცოპერაცია სამართალდამცველებმა 23 თებერვალს, დილაადრიან დაიწყეს. სპეციალური დანიშნულების რაზმები მობილიზებული იყვნენ, როგორც შენობის შიგნით, ისე გარეთ. განლაგდა სპეციალური ტექნიკა.
პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდეს, როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი მშვიდობიანი ფორმით გამოეხატათ და ხელი არ შეეშალათ პოლიციისთვის.
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახედ სასამართლომ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს დილით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს პოლიცია ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა. მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ "უსამართლოდ გასამართლებული" ნიკა მელიას დაკავებას. ამის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა, მან თქვა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიას მიმართ დაგეგმილი ღონისძიება შსს-მ დროებით გადადო. 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველები ოფისში ისევ მივიდნენ. მანამდე საპარლამენტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ "კანონი უნდა აღსრულდეს".