ვიწყებთ განმანთავისუფლებელ მოძრაობას - მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიცია აქციას მართავს
ამ წუთებში საქართვლოს მთავრობის ადმინისტრაციასთან
ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აქ ორი
მთავარი მოთხოვნით შეიკრიბნენ - ნიკა მელიას გათავისუფლება და
რიგგარეშე არჩევნები.
ისინი ამბობენ, რომ არ შეეგუებიან შექმნილ ვითარებას არ შეეგუებიან და დღეიდან განმანთავისუფლებელი მოძრაობა დაიწყება. ელენე ხოშტარიას თქმით, ისინი ბევრად მეტნი და ძლიერები არიან, რადგან სწორედ მათ მხარესაა სიმართლე.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იწყება განმათავისუფლებელი მოძრაობა.
"წითელი არმიის დაბადების დღეს ბოლშევიკების საბჭოთა გადმონაშთების არმია მილიცია ემუვარდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისს, დაარბია, გამოიყენა ძალა, იძალადა ადამიანებზე და დააპატიმრა ნიკა მელია, ჩვენი მეგობარი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმდომარე, ეს იყო სიმბოლური აქტი, რომელიც მოსდის ამ შენობიდან,. ბოლშევიკებიდან რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანა მათ დაისაკუთრონ საბოლოოდ. რომელთაც გადაწყვიტეს რომ ნიკას ციხეში გამოკეტვით ან საბოლოოდ წაგვართმევენ თავისუფლებას, მაგრამ მე მახსოვს ნიკას ღირსეული ნაბიჯი, რომელიც გადადგა, თქვა, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა, ინსტიტუტები, პარლამენტი, ამ ქვეყანაში უნდათ რომ ჩვენ გადაგვაქციონ მონებად, რომელიც არ გამოუვათ.
დაჭერა არ არის ტრაგედია, განსაკუთრებით ისეთი ადამიანისთვის როგორიც არის ნიკა. ციხე არ არის განაჩენი თავისუფლებისთვის. ღირსებას, თავისუფლებას ვერავინ წაგვართმევს და ეს ღისება და თავისუფლება ჩვენ უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ ყველა ერთად დღეიდან ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეკრებილებს მიმართა ელენე ხოშტარიამაც. მისი თქმით, ისინი ბევრად მეტნი და ძლიერები არიან, რადგან სწორედ მათ მხარესაა სიმართლე.
"დღეს, ნიკა იმის მიუხედავად, რომ მოიტაცეს და სადღაც გამოკეტეს, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მთელი ერთად აღებული "ქართული ოცნება" თავისი სპეცრაზმით, პოლიციით, პროკურატურით, მონა მოსამართლეებით. ნიკა არის ძლიერი იმიტომ, რომ მას აქვს თავგანწირვა, სამშობლოს სიყვარული, გამბედაობა, იდეა და ის არასდროს გაჩერდება, ჩვენთან, ყველასთან ერთად, რომ გავათავისუფლოთ ქვეყანა და არ დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს", - მიმართა მან აქციის მონაწილეებს.
შეკრებილები გეგმავენ პარლამენტთან გადანაცვლებას.
სპეცდანიშნულების რაზმმა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს დილით დააკავა. მას სასამართომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვალს დილით კი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში არ შეუშვეს პოლიცია ადგილზე მობილიზებულმა აქტივისტებმა. მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებენ "უსამართლოდ გასამართლებული" ნიკა მელიას დაკავებას. ამის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა. მან თქვა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.
გახარიას გადადგომის შემდეგ ნიკა მელიას მიმართ დაგეგმილი ღონისძიება შსს-მ დროებით გადადო. 23 თებერვალს, პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველები ოფისში ისევ მივიდნენ.