ახალი ამბები
ივანიშვილის ხელით ხდება ქვეყნის გასაბჭოება - სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი ზუგდიდში [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტებმა, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატეს.

"თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს! 2021. ბ.ივანიშვილი", - ასეთი სახის ბანერი გამოფინეს მათ ზუგდიდის სოფელ ცაიშში.

" საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ 1921 წლის მოვლენები 100 წლის შემდეგ ისევ განმეორდა. ბიძინა ივანიშვილის ხელით დღეს ნათლად ხდება ქვეყნის გასაბჭოება და ჩრდილოეთ კორეიზაცია", - აცხადებს აქტივისტი მარიამ სიჭინავა.

ბანერის გამოფენის შემდეგ ამ ტერიტორიაზე გარე განათება გამორთეს.

დღეს საპროტესტო აქცია თბილისშიც გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვეს.

23 თებერვალს"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. 

ამასთან დაკავშირებით უკვე გააკეთეს განცხადებები ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება და ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

მანამდე განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში. სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
აფხაზეთში კორონავირუსზე 234 მოქალაქე შეამოწმეს.
22:58 / 05.03.2021
აფხაზეთში კორონავირუსზე 234 მოქალაქე შეამოწმეს.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის პუნქტის მშენებლობას ითხოვენ
19:44 / 05.03.2021
სახანძრო-სამაშველო სამსახურის პუნქტის მშენებლობას ითხოვენ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შედგა
სატელეფონო კომუნიკაცია
19:08 / 05.03.2021
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შედგა სატელეფონო კომუნიკაცია
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბადრი
ესებუას მიერ
17:12 / 05.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბადრი ესებუას მიერ
ვიდეო
პანდემიაში დაწერილი სიმღერები - ლიზას და ლიკას მუსიკალური კარანტინი [ვიდეო]
პანდემია ბევრისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა მთელი თავისი
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ზუგდიდელი მუსიკოსის საინტერესო კარანტინი [ვიდეო]
ფანდური, ბასფანდური, ჩონგური, სალამური და კიდევ სხვა ბევრი
უნდა იბრძოლო სიცოცხლისთვის - 97 წლის ვეტერანმა კორონავირუსი დაამარცხა [ვიდეო]
შიშმა არ უნდა ჩაგითრიოს. უნდა ებრძოლო. შენ უნდა იბრძოლო
საახალწლო სათამაშოები პირბადით  [ვიდეო]
18 წლის დათო მიქავა ბავშვობიდან ხატავს.
ფოტო
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
ჭურია [ფოტორეპორტაჟი]
ფოტოები გადაღებულია მდინარე ჭურიის ხეობაში.
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია, რომლის მთავარი ინგრედიენტი
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.