ახალი ამბები
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან დაიწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას, ხვალიდან, 25 თებერვლიდან რეგულაციების დაცვით განაახლებს.

პრემიერმა ამ და რეგულაციების შემსუბუქების სხვა სიახლეებზე განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 2020 წლის ნოემბრიდან არ მუშაობს. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 443 პირს გამოუვლინდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 269 438 -მდე გაიზარდა. 6 ადამიანი გადაიცვალა. ვირუსს დღემდე 3463 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 461 პაციენტი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობამ 263 257-ს მიაღწია.