პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირდა - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის
განცხადებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელმა იკლო.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ თუ
72%-მდე იყო გაზრდილი ეს მონაცემი, ბოლო კვირაში 62%-მდე
შემცირდა.
"ეს ნიშანია იმისა, რომ რადგან სტაბილიზაცია მიდის ეპიდსიტუაციის, კვლავ ვქმნით ილუზიას, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ. არადა, ყოველდღიურად 400 შემთხვევა არ არის ცოტა საქართველოსთვის. ასევე, ის ათჯერ ნაკლებია, ვიდრე იყო", - განაცხადა გამყრელიძემ.
მან მოუწოდა მოსახლეობას, პირბადე ატარონ და ეს მაჩვენებელი 95%-მდე გაზარდონ. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მათი მიზანია, მიუხედავად შემსუბუქებისა რეგულაციების, მარტსა და აპრილში გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი შეინარჩუნონ დაახლოებით იმ ფარგლებში, რაც აქვთ დღეს.
"მაშინ ჩვენ სითბოსთან, ზაფხულის დადგომასთან ერთად, უფრო ადვილად და რაც მთავარია ვაქცინაციის დაწყებასთა ერთად შედარებით ადვილად გავუმკლავდებით ეპიდსიტუაციის გაუარესებას", - განმარტა მან.
ამირან გამყრელიძის თქმით, ამასთან ერთად არ უნდა დაივიწყონ დისტანცია, ხალხმრავალ შეკრებებზე უარი და ხელების ხშირი დაბანა-დამუშავება.
საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო დღევანდელ სხდომაზე.