ახალი ამბები
მეორე სკოლაში კორონავირუსი ორ მოსწავლეს დაუდასტურდა - კლასები ონლაინ სწავლებაზე არ გადავიდნენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, მეორე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი მეშვიდეკლასელები არიან, პარარელური კლასებიდან.

ადგილობრივი საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა მამუკა ბულიამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ ბავშვები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, დანარჩენი მოსწავლეები კი სწავლას კვლავ საკლასო ოთახებში აგრძელებენ.

"კლასები არ გადავიყვანეთ დისტანციურ რეჟიმზე ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრთან შეთანხმებით. გვითხრეს, რომ არ არის აუცილებელი ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ ეს კლასები, ვინაიდან იცით, რომ რეგულაციები შეიცვალა. ყველა მოსწავლისთვის, მეხუთედან მე-12 კლასის ჩათვლით, პირბადეების ტარებაა აუცილებელი. ვინაიდან, ეს დაემთხვა ამ პერიოდს, არ ჩათვალეს აუცილებლობად, რომ კლასები დისტანციურზე გადასულიყვნენ", - გვითხრა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

ჩვენი კითხვის პასუხად, მომავალშიც, კლასები კოროვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ თუ არა, მამუკა ბულიას განმარტებით, გააჩნია კლასში რამდენ მოსწავლეს გამოუვლინდება ვირუსი. თუ დადასტურდება 2-3 შემთხვევა, ონლაინ სწავლებაზე გადაიყვანენ. მაგრამ ერთი ბავშვის გამო შესაძლოა იგივე გადაწყვეტილება არ მიიღონ.

"ამ ეტაპზე არ ჩათვალეს მაინცდამაინც სავალდებულოდ ონლაინზე გადაყვანა", - აღნიშნა მან.

მამუკა ბულიასვე თქმით, ამ კლასების სხვა ბავშვებს კორონავირუსი არ გამოვლენიათ.

მეორე საჯარო სკოლაში ორი კვირის წინ კორონავირუსი კიდევ ორ, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს დაუდასტურდათ. კლასები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მაშინ ვირუსი მეოთხე სკოლის მოსწავლესაც გამოუვლინდა.

უფრო ადრე კორონავირუსი ინგირის სკოლაშიც დაფიქსირდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.