ახალი ამბები
კახაბერ ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა დატოვა
FaceBook Twitter
E-mail Print
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ქემოკლიძე მადლობას უხდის ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მოქმედს წარმატებებს უსურვებს.

"დადგა დრო, როდესაც ზუსტად 10 წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. სულ ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა, როდესაც ეს დღე დადგებოდა. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ჭკვიან, საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებულ პროფესიონალებს, ქალბატონებს და ბატონებს, ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და ოფიცრებს, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის, მისი შიდა და გარე მტრების განეიტრალებისა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის სულისკვეთებით.

ბევრი მათგანი მუშაობდა ისე, რომ არ ელოდა, არც ითხოვდა აღიარებას ან განსაკუთრებულ დაფასებას. ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად (რაც ყოველთვის ორგანულია ამ სფეროში) არ ჰკარგავდნენ ენთუზიაზმს და არ იმჩნევდნენ დაღლასა და ცხოვრებისეულ ყოფით სირთულეებს, ღირსეულად იტანდნენ დაუმსახურებელ მედია, თუ შიდა სტრუქტურულ (ხანდახან სუსხიან პოლიტ-ანგაჟირებულ) კრიტიკას და აგრძელებდნენ შრომას ისე, რომ ეს საქმეს არ შესტყობოდა.

მადლობა იმ ადამიანებს ვინც თავდაუზოგავი (ზოგჯერ სიცოცხლისთვის სარისკო) შრომის ფასად, მუდმივად უწევდათ ოჯახისთვის, შვილებისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის ყურადღების მოკლება; ყოველთვის ცდილობდნენ ესწავლათ სხვის, თუ საკუთარ შეცდომებზე, რათა მომავალში სახელმწიფოსთვის და მისი ინსტიტუციებისთვის აერიდებინათ მოჯადოებულ წრეზე სიარული და პროგრესისთვის შემაფერხებელი ბარიერები! განსაკუთრებული მადლობა იმ ხალხს, ვისგანაც გავიაზრე "შიშისგან თავისუფლების" იდეა; ვინც ჩამინერგა მრწამსი, რომ ამ სფეროში (ისევე როგორც ცხოვრებაში) ორი რამ არის მთავარი: ღირსება და სახელმწიფო ინტერესების ერთგულება!

მინდა გულწრფელად ვთქვა, 10 წლის განმავლობაში მქონდა პატივი (ალბათ უიშვიათესი), რომ მემუშავა განსაკუთრებულ ადამიანებთან, ხელმძღვანელებთან და ლიდერებთან (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში). ვფიქრობ, ეს 10 წელი იყო, ღირებული იმითაც, რომ ჩემს თვალწინ გაიზარდა ახალგაზრდა პროფესიონალების და გულწრფელი პატრიოტების ისეთი თაობა, რომელიც მომავალში იქნება ქვეყნისთვის მყარი საყრდენი!

არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას! ადამიანს, რომელსაც, არ დაგიმალავთ, ეჭვის თვალითაც კი (პროფესიული ჩვევებიდან და ინსტიქტებიდან გამომდინარე ვუყურებდი დასაწყისში. მადლობა გახარიას, იმისთვის, რომ იყო თავდაუზოგავი (ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად ამოუხსნელი) შრომის, საოცრად სწრაფი ფიქრის უნარის, სწორი სახელმწიფოებრივი ფასეულობების და ღირებულებების მატარებელი და ბევრისათვის სამაგალითო ლიდერი. იყო შინაარსობრივად მერიტოკრატიის რწმენით გამსჭვალული ხელმძღვანელი; ქრონიზმის, ნეპოტიზმის, ზედმეტი ბიუროკრატიის მტერი და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ამღები თანამედროვე მენეჯერი. მადლობა მას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება ვყოფილიყავი სახელმწიფო ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და მემსახურა ჩემი ქვეყნისათვის.

დასასრულს, მინდა სახელმწიფოებრივ საქმეში, გულწრფელად წარმატება ვუსურვო ახალ პრემიერს. საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის და ა.შ. მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! ამ ქვეყნის ძალა არის მხოლოდ ერთობაში!

მე დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კვლავ შევხვდებით!", - წერს კახაბერ ქემოკლიძე.

ის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად თებერვლის დასაწყისში დაინიშნა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში,
21:32 / 10.04.2021
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საწინააღმდეგო
პარტიულ ყრილობაზე
14:08 / 10.04.2021
პარტიულ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
13:55 / 10.04.2021
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში კიდევ 1026 პირი
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ
წონით
13:28 / 10.04.2021
მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, 102 კილოგრამ წონით
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.