ახალი ამბები
ზუგდიდში მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
FaceBook Twitter
E-mail Print
სამართალდამცველებმა ზუგდიდში 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი ბეჟან გვაზავა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა 2019 წლის აპრილში, სოფელ ალერტკარში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მისი ნაცნობი ალიკა ლაგვილავა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ზუგდიდის სასამართლომ ბეჟან გვაზავა დამნაშავედ სცნო და დაუსწრებლად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მაშინ მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბეჟან გვაზავამ "ქართული ოცნების" სოფელ ალერტკარის შტაბის უფროსი იყო, დაჭრილი კი მმართველი პარტიის მხარდამჭერი.

საპასუხოდ, ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას საარჩევნო შტაბში დაადასტურეს, რომ ალიკა ლაგვილავა მათი მხარდამჭერია. რაც შეეხება ბეჟან გვაზავას, განმარტეს, რომ ის არ იყო შტაბის ხელმძღვანელი და შესაძლოა მხოლოდ მხარდამჭერი იყო.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში, ლაშა
18:51 / 11.04.2021
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში, ლაშა
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში,
18:30 / 11.04.2021
მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, 109+წონით კატეგორიაში,
ვიდეო
მოვედით, რომ პანდემია დასრულდეს - ზუგდიდელი პენსიონერები Covid19-ის ვაქცინაციაზე [ვიდეო]
აქ ახლა რიგი უნდა იყოს, - ამბობს 69 წლის რუბენ გახარია და მოსაცდელი
არ შეიძლება ვინმეს გამო ოცნებებზე უარი თქვა - სპელეოლოგი ქალი ჩხოროწყუდან [ვიდეო]
ჩხოროწყუში მიგარიას კირქვულ მასივზე არსებულ ლამაზ მღვიმეებს
ონლაინგაკვეთილიდან საკლასო ოთახში [ვიდეო]
პირველკლასელი ერეკლე მართალია, დილით ადრე
ფოტო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის
 „ყინულის სამყარო“ სვანეთში
„ყინულის მინი სამყაროში“ ასე დაარქვა საკუთარ ფოტოამბავს
დათოვლილი მესტია და ჰეშკილი [ფოტო]
სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, როცა მთები
საშობაო „ალილო“ მრევლის გარეშე [ფოტო]
პანდემიის გამო, ტრადიციული საშობაო „ალილოს" მსვლელობა
სვანეთი შემოდგომის ფერებში [ფოტოამბავი]
სვანეთი წელიწადის ნებისმიერ დროს გამოირჩევა
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.