ახალი ამბები
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 114 პაციენტი მკურნალობს
სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 114 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 10 მძიმე.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმიისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 46 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 4 პაციენტი. ფოთის ჰოსპიტალში 21 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 9 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი - 9 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა - 8 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედი - 21 პაციენტი, მათ შორის 1 მძიმე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 40. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 101 ადამიანი.

26 თებერვლის მონაცემებით, ქვყნის მასშტაბით 337 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 320.