ნუგზარ წურწუმია საერთაშორისო ტურნირის ფინალში ირანელ მოჭიდავეს შეხვდება
კიევში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ხობელი ბერძნულ-რომაული
სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ფინალნში ირანელ სპორტსმენს, საჯატ
აბასპოურაჯანს დაუპირისპირდება.
შეჯიბრის პირველ დღეს, ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში გამოვლინდნენ ფინალისტები და საქართველოს ნაკრების წევრები ხუთივე წონაში ფინალში გავიდნენ. ოქროს მედალს თითო შეხვედრის მოგება ნუგზარ წურწუმიას გარდა აშორებთ ლერი აბულაძეს (63 კგ), შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ), აივენგო რიკაძეს (82 კგ) და გიორგი მელიას (97 კგ).
დღეს კი, წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში - 60, 67, 77, 87 და 130 გაიმართება, საქართველოს სახელით ტატამზე გავლენ: ირაკლი ძიმისტარიშვილი, დათო ჩხარტიშვილი, ამირან შავაძე, გიზო მელაძე (ოთხივე 60 კგ), რამაზ ზოიძე, გიორგი შოთაძე, ჯონი ხეცურიანი (სამივე 67 კგ), გელა ბოლქვაძე, ბაკურ გოგოლი, საჩინო დავითაია (სამივე 77 კგ), თორნიკე ძამაშვილი, რობერტ კობლიაშვილი, ლაშა გობაძე (სამივე 87 კგ), იაკობ ქაჯაია, ზვიად პატარიძე და ლევან არაბული (სამივე 130 კგ). დასაწყისი თბილისის დროით 12:00 საათიდან.
ფინალური შეხვედრები საღამოს 20:00 საათიდან დაიწყება.
ნახევარფინალში ნუგზარ წურწუმიამ ყირგიზ აბდულაევს მოუგო, მანამდე,მეთხედფინალში კი თანაგუნდელს, რამაზ სილაგავას შეხვდა და დაამარცხა.
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.