ახალი ამბები
აფხაზეთში კორონავირუსს 4 პაციენტი ემსხვერპლა
აფხაზეთში კორონავირუსზე 200 მოქალაქე გამოიკვლიეს. ვირუსი 26-ს დაუდასტურდა. სულ 12814 გამოვლენილი შემთხვევა.

გუდაუთის საავადმყოფოში 4 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილები არიან - 63 წლის მამაკაცი და 40, 81 და 80 წლის ქალები. ჯამში 202 გარდაცვლილი.

გამოჯანმრთელდა სულ 12303 პაციენტი.